ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებჩვენ გთავაზობთ ხარისხიანი ავეჯის დამზადებას.

10 წელზე მეტია, რაც ჩვენი პროფესიონალური კოლექტივი წარმატებით ახორციელებს ინდივიდუალური ზომებით შეკვეთილი ავეჯის დამზადებას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბოს და სხვა დროსაც გაგიჩნდეთ ჩვენთვის მომართვის სურვილი!

ჩვენ შეგვიძლია ავაგოთ თქვენი შენობის ექსკლუზიური ინტერიერი!

ჩვენი გუნდი გამუდმებით ხვეწს სხვადასხვა მოდელს და მუშაობს ახალი ნიმუშების დამუშავებაზე. ჩვენ მონდომებით ვაფართოებთ სამოდელო ხაზს, ვნერგავთ უახლეს დიზაინერულ ჩანაფიქრებს, ვიყენებთ კრეატიულ მიდგომას.

ნიჭიერი დიზაინერების მუშაობასთან ერთად წარმოებაც ფართოვდება. მაღალი სიზუსტის მქონე აღჭურვილობა-დანადგარები, მერქნის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება, ხარისხიანი ნედლეული და ოსტატთა მრავალწლიანი გამოცდილება კომპლექსში უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის დამზადებას.

ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად შეკვეთის მოცულობისა და სირთულისა, დიდხანს არ მოგიწევთ ლოდინი.

ჩვენი პროდუქციის მიწოდების გეოგრაფია არ შემოიფარგლება თბილისის ტერიტორიით, შეკვეთებს ვიღებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ და რა შედის ჩვენ მომსახურებაში

  • ინდივიდუალური

    ჩვენ არასოდეს ვმეორდებით. თითოეული პროექტი არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც შექმნილია სპეციალურად თქვენთვის.

  • მოდური

    ავეჯის უნიკალური მოდელები სილამაზის თქვენეულ აღქმას ასახავს და თქვენს სახლში მყუდრო ატმოსფეროსა და ჰარმონიის შექმნაში დაგეხმარებათ.

  • იაფი

    ითანამშრომლეთ ჩვენთან და თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენი ფასები იმაზე დაბალია, ვიდრე სხვა მწარმოებლებს აქვთ.

  • ხარისხიანი

    რჩეული მასალები და მაკომპლექტებლები, მაღალხარისხიანი აღჭურვილობა-დანადგარები, პროფესიონალი თანამშრომლები.

  • ოპერატიული

    ავეჯის შეკვეთით დამზადებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მზა მოდელის ყიდვას, მაგრამ ლოდინი ამად ღირს!

  • უფასო

    ამზომის გამოძახება და დიზაინერული პროექტის შედგენა 3D ვიზუალიზაციით - საჩუქრად!

ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22