• 10-09-2021
  • interier
  • 6 597
  • 0


როგორ შევქმნათ კომფორტული გარემო საძინებელში

საძინებელის ავეჯი შეკვეთით ( sadzineblis shekveta ) ქმნის კომფორტს იმ ოთახში, სადაც მთელი დღის დაღლილები ვისვენებთ და ენერგიას ვიკრებთ. ამიტომ ის კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს. იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოვიძინებთ, დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობაც, შრომისუნარიანობაც და განწყობაც.

დღეს საძინებელის დამზადება შეკვეთით ( sadzineblis aveji shekvetit ) ძალიან მოთხოვნადია და ავეჯის მწარმოებლები მის ძალიან მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. ავეჯის დიზაინი გამუდმებით იცვლება და იხვეწება, თუმცა, როგორც უნდა იცვლებოდეს ინტერიერის მოდა, ძირითადი კონცეფცია იგივე რჩება - საძინებელი უნდა იყოს სიმყუდროვის და სრულფასოვანი დასვენების ადგილი.

როგორ განვალაგოთ ავეჯი საძინებელში

საძინებლის დამზადება შეკვეთით ( sadzinebelis damzadeba shekvetit ) შედგება რამოდენიმე ნაწილისგან, ძირითადად, სამი სახეობის ავეჯია: საწოლი, ტანსაცმლის კარადა და კამოდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა მინიმალიზმია მოდაში, ანუ ნაკლები ავეჯი და მეტი სივრცე, ზოგი მხოლოდ საწოლითა და ტუმბებითაც კმაყოფილდება. სურვილისამებრ და ოთახის გაბარიტების მიხედვით, შეგიძლიათ დაამატოთ ტუალეტის მაგიდა და სხვა ავეჯიც.

მთავარია, არ გადატვირთოთ სივრცე, რადგან ჯანსაღი ძილისთვის და სრულყოფილი დასვენებისთვის ოთახში ჰაერის ცირკულაცია დაუბრკოლებლად უნდა ხდებოდეს.

საძინებელის შეკვეთა ( sadzineblis damzadeba shekvetit ) თითქოს მარტივია მაგრამ აუცილებელია, რომ ავეჯი ოთახში სწორად იყოს გადანაწილებული. ავეჯის განთავსების 3 ძირითადი პრინციპი არსებობს: სიმეტრიული, ასიმეტრიული და წრიული. კვადრატულ ან მართკუთხა ოთახში ავეჯს სიმეტრიულად ათავსებენ, ანუ ცენტრში საწოლი უნდა იდგეს და დანარჩენი ავეჯი მის გარშემო ერთმანეთის პარალელურად; არასტანდარტულ ოთახში კი, სადაც სიმეტრიის დაცვა შეუძლებელია - ასიმეტრიულად ან წრიულად.

საწოლი

საწოლი ნებისმიერი საძინებლის მთავარი ატრიბუტია და მის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საძინებლის ავეჯი შეკვეთით ( sadzinebelis shekveta ) არ წარმოადგენს სირთულეს თუ ოთახში დიდი სივრცეა, ადვილია ავეჯის სწორად განლაგება. ორადგილიანი საწოლი ისე უნდა დადგათ, რომ ორივე მხარეს სივრცე დარჩეს, რათა ადგომა და დაწოლა დიდ ძალისხმევას არ საჭიროებდეს.

ერთადგილიანი საწოლი უმჯობესია კედელთან მიდგათ. არაა რეკომენდებული საწოლის ფანჯარასთან განთავსება, რადგან ორპირი და ფანჯრიდან მონაბერი ცივი ჰაერი ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს; თანაც ფანჯარასთან მისვლას აფერხებს.

თუ ოთახის ფორმა ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია, საწოლი ისე დადგათ, რომ მისი თავი კი არ იყოს ოთახში შემავალი კარის პარალელურად, არამედ საწოლის გვერდები - ჯერ ერთი, მძინარე ადამიანისთვის არაკომფორტულია და თანაც, გვერდითა ოთახიდან შემოსული სინათლე ძილს დაგიფრთხობთ.

საძინებლის შეკვეთა ( sadzinebelis aveji shekvetit ) მოიცავს ძალიან ბევრი წვრილმანი ნიუანსის გათვალისწინებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწოლი ხარისხიანი და გამძლე იყოს. უმეტეს შემთხვევაში საწოლები მალე გამოდის მწყობრიდან: ტყდება, ჭრაჭუნს იწყებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად პროფესიონალი ხელოსნის მიერაა დამზადებული. ჩვენი სპეციალისტები თქვენი საძინებლის სტილის, თქვენი ფინანსური შესაძლებლობების და პირადი სურვილის მიხედვით იდეალურ საწოლს დაგიმზადებენ, რათა მასზე კომფორტულად დაისვენოთ.

დღეს საწოლების უამრავი ნაირსახეობა არსებობს და მყიდველების უმრავლესობა ვიზუალური თვალსაზრისით აფასებს ამა თუ იმ მოდელს. განსაკუთრებით თვალშისაცემია საწოლის თავი. ის შეიძლება იყოს რბილი, მაგარი, თაღოვანი, დატალღული, სწორი...

არადა, არაერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია ამ დროს გასათვალისწინებელი. ყურადღება მიაქციეთ საწოლის სიმაღლეს. ის ისეთი უნდა იყოს, რომ დაწოლა და ადგომა მაქსიმალურად ადვილი იყოს, განსაკუთრებით, ასაკოვანი ადამიანებისთვის. საწოლების უმეტესობა სიმაღლეში 50-90 სმ-ია. იდეალური სიმაღლე ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ - მატრასის ზედა ნაწილი მუხლამდე უნდა გწვდებოდეთ ან ოდნავ მაღალი უნდა იყოს.

ფსიქოლოგები და ფენ-შუის მიმდევრები არ გვირჩევენ საწოლთან ახლოს სარკის დაკიდებას ან სარკიანი კარადის დადგმას, რადგან ახალგაღვიძებული ადამიანი დისკომფორტს განიცდის, თუ თვალის გახელისთანავე თუნდაც საკუთარ მზერას ეჩეხება.

აი, პატარა სივრცეში ავეჯის განლაგება კი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.

მართალია, საწოლი ყველაზე დიდ ადგილს საჭიროებს, მაგრამ არ ღირს მის ზომაზე ეკონომიის გაკეთება - პატარა საძინებელშიც კი კარგად გამოძინების საშუალება უნდა გქონდეთ. სჯობს ეკონომია სხვა ავეჯის ხარჯზე გააკეთოთ, მაგალითად, კამოდის მაგივრობას საწოლის სათავსო შესანიშნავად გაგიწევთ.

ასევე შეგიძლიათ ავეჯი-ტრანსფორმერით ისარგებლოთ. პოპულარულია ასაკეცი საწოლებიც, რომლებიც ღამით იშლება და თავის მოვალეობას ასრულებს, დღისით კი ბუტაფორიულ კარადაში "იმალება".

ტანსაცმლის კარადა

ნებისმიერი ქალის ოცნებაა ცალკე საგარდერობე ოთახი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს სახლში იმდენი ფართი, რომ მისი მოწყობით გაინებივროს თავი. ამიტომ მეტი რა გზაა, საძინებელში უნდა მოვათავსოთ ტანსაცმლის კარადა.

კარადის დადგმას ფანჯრის გაყოლებაზე არ გირჩევთ, რადგან ამ კედელთან მზის სხივები ვერ აღწევს. უმჯობესია, იგი ფანჯრის მოპირდაპირედ ან პერპენდიკულარულად განათავსოთ.

თუ ოთახი პატარაა და კარადის კარების გასაღებად ადგილი არ რჩება, შეგიძლიათ კარადა-კუპე დაამზადებინოთ, რომელსაც გორგოლაჭებით მოძრავი კარი აქვს და ძალიან მოსახერხებელია პატარა სივრცის ოთახებისთვის. მით უმეტეს, თუ კარადას გარედან კარზე სარკე ექნება, ამით ვიზუალურადაც გაზრდით ოთახში სივრცეს. ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში სარკიანი კარადა საწოლის გვერდით უნდა დადგათ და არა პირდაპირ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის ღია ტონალობის ავეჯი შეარჩიეთ.

თუ ოთახში სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ თეთრეულის კამოდიც დადგათ, რომელსაც ტუალეტის მაგიდად ან ტელევიზორის დასადგმელადაც გამოიყენებთ.

არ დაგავიწყდეთ ტუმბებიც, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს და პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: მათზე შეგიძლიათ მოათავსოთ ღამის ნათურა, წიგნი, ტელეფონი... აქვე გეტყვით, რომ უწინდელივით მკაცრად აღარაა განსაზღვრული, რომ ორივე ტუმბა ერთნაირი იყოს; პირიქით, მათი თუნდაც კონტრასტული სხვაობა ინტერიერს მეტ ორიგინალურობას შესძენს.

ნებისმიერი საძინებელი, მიუხედავად ზომისა და ფორმისა, შეგიძლიათ გადააქციოთ კომფორტულ ადგილად, თუ სწორად დაგეგმავთ. ამაში ჩვენი დიზაინერი დაგეხმარებათ და თქვენი ოთახის პარამეტრების და თქვენი გემოვნების გათვალისწინებით, დასვენებისთვის იდეალურ გარემოს შეგიქმნით.

საძინებლები სურათი 1საძინებლები სურათი 2საძინებლები სურათი 3საძინებლები სურათი 4საძინებლები სურათი 5საძინებლები სურათი 6საძინებლები სურათი 7საძინებლები სურათი 8საძინებლები სურათი 9საძინებლები სურათი 10საძინებლები სურათი 11საძინებლები სურათი 12

კითხვა - პასუხი

რათქმაუნდა
ვამზადებთ თითქმის ყველაფერს
დაგვიკავშირდით ნომერზე და ხელოსანთან შეათანხმეთ თქვენთან ვიზიტის დრო

რუქა

ვიდეო


მსგავსი პროდუქტი
სტელაჟები
  • 10-сен-2021
  • 0
მაგიდები
  • 10-сен-2021
  • 0

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22