• 09-09-2021
  • interier
  • 6 194
  • 0

მოსახერხებელი და დეკორაციული ავეჯი

კამოდების დამზადება შეკვეთით ( kamodis shekveta ) ძველებური სკივრის თანამედროვე ალტერნატივაა, რომელიც მე-18 საუკუნიდან მოყოლებული აქტუალობას არ კარგავს. მართალია, კარადებისგან განსხვავებით, პატარა მოცულობისაა, მაგრამ უჯრების წყალობით რაციონალურად შეიძლება საკმაო რაოდენობის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის დახარისხება-განთავსება. გარდა ამისა, თქვენი კომოდების დიზაინი იქნება გამორჩეული სტილის მქონე და ეფექტურად ჩაეწერება ნებისმიერ ინტერიერში, იქნება ეს კლასიკური თუ თანამედროვე.

კამოდების შეკვეთა ( kamodis damzadeba shekvetit ) ნებისმიერი ზომით შეიძლება, მაგრამ კამოდი კლასიკური მოდელით სიგანით უფრო მეტია ვიდრე სიგრძით. სტანდარტული, ოთხუჯრიანი კამოდის გაბარიტებია 100/130/50 - 130/160/50 (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე), თუმცა დღეს ამ სქემას ყოველთვის აღარ ითვალისწინებენ და გვხვდება მაღალი და ვიწრო, ხუთუჯრიანი მოდელებიც ან უფრო დაბალი, სამუჯრიანი. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ 85 სმ-ზე ნაკლები უჯრებიანი ავეჯი უკვე ტუმბაა.

ტუმბოების და ავეჯის დამზადება შეკვეთით ( tumbos shekveta ) ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ ოთახში და რა დანიშნულებით გსურთ მისი გამოყენება.

ჩვენთან კომოდები მზადდება შთამბეჭდავი დიზაინის სხვადასხვა ფორმის, ფერის და სტილის:

  • სტანდარტულს;
  • მაღალსა და ვიწროს;
  • დაბალსა და განიერს;
  • კუთხის და ა.შ...

კამოდების ფასი ( komodebi ) დამოკიდებულია შერჩეული დიზაინის სირთულეზე, მოცულობაზე და მასალის ხარისხზე.

მისაღებ ოთახში

კამოდის დამზადება შეკვეთით ( kamodebis shekveta ) უმეტესად ტელევიზორის ან სხვა თანამედროვე ტექნიკის გამო ხდება. ასევე, მასზე განათავსებენ ჩარჩოში ჩასმულ სურათებს და სუვენირებს - ეს ოთახში ატმოსფეროს უფრო მყუდროს ხდის.

კამოდი საძინებელში

კამოდის შეკვეთა ( kamodebis damzadeba shekvetit ) აქ უმეტესად თეთრეულის ან მაისურების ჩასაწყობად ხდება. გარდა ამისა, საძინებელში კამოდზე შეგიძლიათ დადგათ სარკე და ასე იგი ტუალეტის მაგიდად გადაიქცევა.

ბავშვის ოთახისთვის

ეს ავეჯი ( kamodi ) ძალიან პრაქტიკულია ახალდაბადებული ბავშვის მშობლებისთვის. შეგვიძლია შემოგთავაზოთ მოდელი, რომლის ზედაპირი, სპეციალური დაფის წყალობით, ჩვილისთვის მასაჟის გასაკეთებლად გამოგადგებათ.

სააბაზანოს კამოდი

კომოდების დამზადება პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნესტგამძლე მასალისგან. კამოდზე შეგიძლიათ დადგათ სარკე, მისი უჯრები კი ძალიან მოსახერხებელია ჯაგრისების, საპნის მარაგის, პირსახოცების, კოსმეტიკის შესანახად.

რაც შეეხება კამოდის ფერებს, თანამედროვე მოდის ტენდენციების თანახმად, ორფერიანი მოდელებია ძალიან პოპულარული - როგორც ერთმანეთში გარდამავალი ფერები, ისე კონტრასტული შეხამება. თუმცა, გაითვალისწინეთ, კამოდის ფერები ოთახის დიზაინთან, ავეჯთან, კედლებისა და ფარდების ტონებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

დაბოლოს, გირჩევთ, კამოდის შეძენისას ყურადღება მიაქციოთ, რომ მისი უჯრები რბილად და უხმაუროდ იღებოდეს.

ტუმბები

ტუმბოს დამზადება შეკვეთით ( tumboebis shekveta ) გამოირჩევა და მათი მთავარი ღირსება ისაა, რომ კომპაქტური და მოსახერხებელია. ისინი მხოლოდ საძინებლისთვის როდია განკუთვნილი.

შემოსასვლელში

აქ ტუმბოების შეკვეთა ( tumbos damzadeba shekvetit ) შეგიძლიათ რამდენიმეთაროიანი, ღია ან დახურული ფეხსაცმლის კომოდები ან ფეხსაცმლის ტუმბო და სხვადასხვა დეკორატიული აქსესუარისთვის განკუთვნილი თაროები.

მისაღებ ოთახში

განიერ მოდელებს იყენებენ ტელევიზორის ან სხვა თანამედროვე ტექნიკის სადგამად, ტუმბის თაროები კი მოსახერხებელია პულტის და სხვა ნივთების დასაწყობად.

სამზარეულოში

საოჯახო წვრილმანის ან ბურღულეულის შესანახად.

საძინებელში

როგორც წესი, საწოლის ორივე მხარეს დგამენ. მათზე შეგიძლიათ განათავსოთ ღამის ნათურა, ტელეფონი, წიგნი... უჯრებში კი - ის ნივთები, რომლებიც საწოლში მყოფს შეიძლება დაგჭირდეთ. საძინებლის ტუმბო უმჯობესია მატრასის ზედაპირის სიმაღლის იყოს. ჯერ ერთი, საძინებელში სიმეტრიას იცავს, მეორეც - უფრო მოსახერხებელია საწოლში მყოფი ადამიანისთვის. რაც შეეხება სიგანეს, სტანდარტული ზომა 50 სმ-მდეა, თუმცა ძალიან ფართო საწოლის გვერდით მსგავსი ზომის ტუმბები არაჰარმონიული იქნება, ამ შემთხვევაში 50-100-სმ-იანს გირჩევთ.

რატომღაც მიჩნეული იყო, რომ საძინებლების ტუმბები ერთმანეთის იდენტური უნდა ყოფილიყო, თუმცა თანამედროვე ინტერიერში სხვადასხვა ფერის, ხშირად კონტრასტული ტონალობის ტუმბები უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.

ოფისში

ტუმბოს შეკვეთა ( tumboebis damzadeba shekvetit ) ოფისისთვის პრაქტიკულია და ძალიან მოსახერხებელია დოკუმენტების და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთის შესანახად.

შეგვიძლია კომბინირებული მოდელებიც დაგიმზადოთ, რომლებსაც აქვს როგორც ღია თაროები, ისე უჯრები ან კარი. დახურულ ტუმბებში შეგიძლიათ ის ნივთები "დამალოთ", რომლებიც არ გინდათ გარეშე თვალისთვის თვალშისაცემი იყოს.


კამოდები და ტუმბები სურათი 1კამოდები და ტუმბები სურათი 2კამოდები და ტუმბები სურათი 3კამოდები და ტუმბები სურათი 4კამოდები და ტუმბები სურათი 5კამოდები და ტუმბები სურათი 6კამოდები და ტუმბები სურათი 7კამოდები და ტუმბები სურათი 8კამოდები და ტუმბები სურათი 9კამოდები და ტუმბები სურათი 10კამოდები და ტუმბები სურათი 11კამოდები და ტუმბები სურათი 12

კითხვა - პასუხი

შევძლებთ რათქმაუნდა, მოგვწერეთ მონაცემები
სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი სერვისი
გამოგვიგზავნეთ მონაცემები და შეგატყობინებთ

რუქა

ვიდეო


მსგავსი პროდუქტი
სტელაჟები
  • 10-сен-2021
  • 0
მაგიდები
  • 10-сен-2021
  • 0

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22