• 10-09-2021
  • interier
  • 5 093
  • 0

ეფექტი შესვლისთანავე

შემოსასვლელის ავეჯი შეკვეთით ( shemosasvlelis avejis xelosani ) უნდა დამზადდეს ისე, რომ ბინის ინტერიერმა სტუმარზე ზღურბლიდანვე მოახდინოს ეფექტი.

ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ და სტუმარი ჩვენს სახლში იშვიათობას არ წარმოადგენს, პირველ შთაბეჭდილებას სტუმარზე კი შემოსასვლელი ახდენს, რადგან იგი სახლის ერთგვარი "სავიზიტო ბარათია".

გარდა იმისა, რომ ამ ოთახს ვიზუალური ეფექტი უნდა ჰქონდეს, ბინადართათვის პრაქტიკული და ფუნქციონალურიც უნდა იყოს.

რასაკვირველია, შემოსასვლელის ავეჯის დამზადება ( shemosasvlelis avejis shekveta ) და სრულყოფილად მოწყობა მის გაბარიტებზეა დამოკიდებული - რაც უფრო ფართოა, მით მეტი ავეჯის განთავსებაა შესაძლებელი: ქურთუკების შესანახი კარადა, ფეხსაცმლის ტუმბები, კამოდი, სარკე, პუფი...

თუმცა ზოგ ბინას ისეთი პატარა შემოსასვლელი აქვს, რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, როგორ უნდა დატიო იქ ავეჯის თუნდაც ერთი დეტალი. თუმცა, თუ სწორად დაგეგმავთ და ყოველ სანტიმეტრს აითვისებთ, პატარა შემოსასვლელშიც შეიძლება კომფორტული ზონის მოწყობა.

მზა თუ შეკვეთილი

შემოსასვლელის ავეჯის შეკვეთა ( shemosasvlelis avejis damzadeba ) უნდა მოხდეს ზედმიწევნით გათვლილად და წინასწარ კარგად დაგეგმილად. მართალია, არსებობს ნებისმიერი ზომის შემოსასვლელისთვის გათვალისწინებული ავეჯის სტანდარტული კომპლექტები, მაგრამ ისინი ყოველთვის როდი ამართლებს მყიდველის მოლოდინს. ამიტომ უმჯობესია ავეჯი ინტერიერის გაბარიტებისა და სასურველი დიზაინის მიხედვით დაამზადებინოთ ხელოსნებს.

ჩვენ არა მარტო ორიგინალური და ხარისხიანი მოდელების დამზადებით შეგვიძლია თქვენი გაოცება, არამედ დიზაინერის მომსახურებითაც, რომელიც იდეალურ 3D ესკიზს შექმნის თქვენი ინტერიერისთვის ფართის, სტილის და თქვენი გემოვნების გათვალისწინებით.

თუ ბინას გრძელი, ვიწრო კორიდორი აქვს,გირჩევთ, ყრუ კედელში ჩააშენოთ ერთ ან ორკარიანი კარადა-კუპე. თუ მის ფასადს მთლიანად სარკიანს გააკეთებთ, ძალიან შთამბეჭდავ ოთახს მიიღებთ. ასე ავეჯსაც შენიღბავთ, სარკიანი კედლის ეფექტსაც შექმნით და ამავე დროს, სივრცეს ვიზუალურად გაზრდით.

შემოსასვლელის ავეჯის ხელოსანი ( shemosasvlelis aveji shekvetit ) გირჩევთ, შემოსასვლელის ავეჯისთვის ღია ფერის ავეჯი შეარჩიოთ, რადგან ეს ოთახი ფანჯრის უქონლობის გამო ისედაც ჩაბნელებულია, ღია ფერის ავეჯი კი თავისებურ სინათლეს შეიტანს. თუ მაინც მუქ ავეჯს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ შესაბამის განათებაზეც უნდა იზრუნოთ.

როგორი ავეჯი უნდა იყოს შემოსასვლელში?

კარადა-კუპე - ძალიან კომპაქტურია, რადგან კარების გამოსაღებად დამატებით ადგილს არ საჭიროებს - გასაწევკარიანი ავეჯი მოსახერხებელია მცირე ზომის შემოსასვლელებისთვის. იმდენად ტევადია, რომ მასში შეგიძლიათ მოათავსოთ არა მხოლოდ ტანსაცმელი, მტვერსასრუტიც კი.

ფეხსაცმლის ტუმბა - მრავალდონიანი ფეხსაცმლის ჩასაწყობი, რომელიც პატარა ადგილს იკავებს, სამაგიეროდ, ბევრ წყვილ ფეხსაცმელს იტევს.

შეგვიძლია დაგიმზადოთ კუთხის კარადები - კუთხეები სახლში ერთგვარი "მკვდარი ზონაა", რადგან მათი ათვისება რთულია. ამ შემთხვევაში კუთხის კარადები იდეალური გამოსავალია - სივრცესაც მაქსიმალურად აითვისებთ და ორნაწილიანი კარადაც გექნებათ.

ღია საკიდარი - გირჩევთ, კარადას ასეთი საკიდარიც გაუკეთოთ. მას ის უპირატესობა აქვს, რომ წვიმიან ამინდში დასველებული ქურთუკები შეგიძლიათ დაკიდოთ (მათი დახურულ კარადაში შეკიდება არაა რეკომენდებული). ასევე, როცა ბევრი სტუმარი გყავთ, მათი ქურთუკები კარებიან კარადაში ვერ დაეტევა.

ფართო შემოსასვლელში დგამენ კამოდსაც, რომელშიც თავის მოსაწესრიგებელი ნივთები ან სხვადასხვა აქსესუარი (გასაღებების აცმა, ტანსაცმლის ჯაგრისი, ქოლგა) შეგიძლიათ შეინახოთ.

შემოსასვლელის აუცილებელი ატრიბუტია სარკეც. თუ კარადას არ ექნება სარკიანი ზედაპირი, მაშინ კედელზე უნდა ჩამოკიდოთ, უმჯობესია, დიდი ზომის, რათა მთლიანი გამოსახულება ჩანდეს მასში.

და არ დაგავიწყდეთ პუფიც, რომელზეც ფეხსაცმლის ჩაცმისას ჩამოჯდომას შეძლებთ.

შემოსასვლელები სურათი 1შემოსასვლელები სურათი 2შემოსასვლელები სურათი 3შემოსასვლელები სურათი 4შემოსასვლელები სურათი 5შემოსასვლელები სურათი 6შემოსასვლელები სურათი 7შემოსასვლელები სურათი 8შემოსასვლელები სურათი 9შემოსასვლელები სურათი 10შემოსასვლელები სურათი 11შემოსასვლელები სურათი 12

კითხვა - პასუხი

რათქმაუნდა ავაწყობთ
დიახ შევძლებთ, დაგვირეკეთ და გაესაუბრეთ უშუალოდ ხელოსანს
მოგვწერეთ ზომები და შეგატყობინებთ. (ფასი დამოკიდებულია მასალის და აქსესუარების ხარისხზე)

რუქა

ვიდეო


მსგავსი პროდუქტი
სტელაჟები
  • 10-сен-2021
  • 0
მაგიდები
  • 10-сен-2021
  • 0

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22