ჩვენთან ავეჯის დამზადება შეკვეთით ხორციელდება ინდივიდუალური პროექტების და ზომების მიხედვით. ჩვენი გუნდი ასრულებს ნებისმიერი მოცულობის და სირთულის მქონე შეკვეთას, გახლავართ რა სრული ციკლის მწარმოებელნი, ჩვენი გუნდი მზადაა შემოგთავაზოთ სტილისა და ფერის გადაწყვეტის ფართო არჩევანი, ასევე - თქვენს მიერ შეკვეთილი და თქვენივე ესკიზებით დამზადება.
ჩვენი საამქრო მუშაობს ისე, რომ ყველა პარამეტრს კლიენტი (დამკვეთი) განსაზღვრავს, ხოლო ჩვენ ვიძლევით მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების გარანტიას.
თუ ავეჯის შეკვეთა გადაწყვიტეთ ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ თქვენი ყველა სურვილი და წინადადება. თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფანქრით შესრულებული ნახატი, პროფესიონალური ესკიზი, ფოტო, ტექსტური აღწერილობა ან საბავშვო ოთახში კედლებზე (შპალერზე) 5 წლის ვაჟიშვილის მხატვრული შედევრი - ჩვენ შევისწავლით ესკიზს და გამოვითვლით დამზადების ღირებულებასა და ვადებს!
ჩვენი ხელოსანი რომელიც უნაკლოდ და დროულად შეასრულებს თქვენს დავალებას არც თუ ისე ადვილი მოსანახია. ნუ მიანდობთ თქვენთვის ძალზედ ღირებულ და მნიშვნელოვან საქმეს გამოუცდელ ჯგუფს, გააკეთეთ აქცენტი გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე, პუნქტუალურობაზე და ადეკვატურ ფასზე!
ჩვენთან ავეჯი შეკვეთით მაქსიმალურად მოკლე დროში მზადდება, თუ არჩევანს ჩვენზე შეაჩერებთ, ჩვენ შევეცდებით დაგიმზადოთ თქვენს ინტერიერზე და გემოვნებაზე მორგებული მაღალხარისხიანი ნაწარმი. ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით ჩვენი დამკვეთი მუდამ კმაყოფილი რჩება და იმედია არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო.
მაღალი პასუხისმგებლობით დაწყებული საქმე სამომავლო ხანგრძლივი ურთიერთობის გარანტია!