საბავშვო ავეჯი შეკვეთით ( bavshvis otaxis aveji ) და ოთახის მოწყობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა მშობლებისთვის, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოზარდის გუნება-განწყობილება და ფსიქოლოგიური განვითარება. საკუთარი ოთახი ბავშვისთვის ერთგვარი მიკროსამყაროა, სადაც თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობს.
ოთახის სტილი და ფერები მისი ხასიათის და გემოვნების, გატაცებების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ერთი სიტყვით, ოთახის ინტერიერი მისი სულიერი სამყაროს ანარეკლი უნდა იყოს.
ბავშვის ოთახის ავეჯი შეკვეთით ( sabavshvo avejis shekveta ) გათვლილი უნდა იყოს მრავალფუნქციურად: ეს არის საძინებელიც, სათამაშო-სამეცადინო ადგილიც და თავისებურად - მისაღებიც, სადაც მეგობრების გამასპინძლებას და მათთან გართობას შეძლებს. ავეჯიც შესაბამისი უნდა იყოს - საწოლი, საწერი მაგიდა და ნივთების კარადა ან თაროები.
ოჯახის ყველაზე პატარა წევრის ოთახი რომ მყუდრო და შთამბეჭდავი იყოს, უამრავი ნიუანსის გათვალისწინება გვმართებს - ავეჯის მასალის ხარისხისა და დიზაინიდან დაწყებული, ტონალობებით დამთავრებული. გირჩევთ, არ გადატვირთოთ ოთახი ავეჯით - ბავშვს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე უნდა ჰქონდეს გადაადგილებისთვის.
ოთახი შეგიძლიათ 4 ზონად დაყოთ: ძილის, სამეცადინო, დასასვენებელი/სათამაშო, ნივთების შესანახი.
საწოლის დადგმა არაა რეკომენდებული ფანჯარასთან და რადიატორთან ახლოს. თუ ბავშვი მცირეწლოვანია, საწოლი დამცავი ჯებირებით უზრუნველყავით.
რაც შეეხება საწოლის ზომას, თუ ბავშვი 3 წელზე მეტი ასაკისაა, სასურველია საწოლის სიგრძე 150-170 სმ იყოს, სიგანე კი - 70-80 სმ.
საწერი მაგიდა უმჯობესია ფანჯარასთან ახლოს დადგათ, რომ მაქსიმალურად განათებული იყოს ბუნებრივი სინათლით. გაითვალისწინეთ, რომ ცაციებისთვის სინათლე მაგიდას მარჯვნიდან უნდა ეცემოდეს, მემარჯვენეებისთვის კი - მარცხნიდან.
საყურადღებოა, რომ სწორად შერჩეული მაგიდა და სკამი მოზარდს იცავს როგორც ხერხემლის გამრუდებისგან, ისე მხედველობის დაქვეითებისგან. ამიტომ გირჩევთ, ასაკის შესაბამისად დაუმზადოთ საწერი მაგიდა და სკამი. 90-120 სმ სიმაღლის მქონე ბავშვებისთვის მაგიდის სიმაღლე უნდა იყოს 52 სმ; 140 სმ სიმაღლისთვის - 62 სმ, ხოლო 160 სმ-ის შემთხვევაში - 67 სმ. რაც შეეხება სკამის სიმაღლეს, 90 სმ სიმაღლის ბავშვს 22 სმ-ს სიმაღლის სკამი დასჭირდება, 120-ისას - 30 სმ, 140-ისას - 37 სმ, 160-ისას - 40 სმ.
რაც შეეხება კარადას, გაითვალისწინეთ, რომ მისი სიმაღლე და სიღრმე ბავშვის ასაკზე უნდა იყოს მორგებული, რომ ადვილად მისწვდეს მასში განთავსებულ ნივთებს. სასურველია, კარადის სიმაღლე იყოს 180 სმ, თაროების სიღრმე კი - 55 სმ.
თუ ოთახში პატარა სივრცეა, ამ შემთხვევაში ოპტიმალურია ავეჯი-ტრანსფორმერები, რომლებიც ფუნქციას ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იცვლის.
თუ ოთახი პატარაა, შეგიძლიათ "საბავშვო კედელი" დაამზადებინოთ, რომელიც მოიცავს: საწერ მაგიდას გვერდით კარადით, მის თავზე კი საწოლი იქნება განთავსებული, რომელზე ასვლაც კარადის გვერდით განთავსებული კიბით იქნება შესაძლებელი.
ადგილის ეკონომიის მიზნით შეიქმნა ორიარუსიანი საწოლებიც მათთვის, ვისაც ოჯახში ერთზე მეტი შვილი ჰყავთ.
საბავშვო ავეჯის შეკვეთა ( sabavshvo otaxis aveji ) მხოლოდ კომფორტულობაზე არ უნდა იყოს გათვლილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომებიც დავიცვათ.
ეცადეთ, რომ ავეჯს წამახული კუთხეები არ ჰქონდეს, რათა უნებლიე ქმედებით ბავშვმა თავი არ დაიზიანოს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ავეჯს მომრგვალებული კუთხეები ექნება. ასევე არაა რეკომენდებული კედლებზე მასიური სურათების დაკიდება, სარკეებიანი და შუშებიანი ავეჯის განთავსება. გარდა ამისა, ავეჯი მყარად უნდა იდგეს, რომ შემთხვევით შეჯახებისას არ გადმოყირავდეს. ნოხის დაგებასაც არ გირჩევთ, რომ ბავშვს ფეხი არ აუცურდეს.
დარწმუნდით, რომ კარადის კარები და მაგიდის უჯრები ადვილად იღება. ამ შემთხვევაში, თუ ბავშვი უნებლიეთ მათში თითს მოიყოლებს, ტრავმა უმნიშვნელო იქნება. ასევე გირჩევთ, ავეჯის ლითონის ელემენტები პლასტმასით შეცვალოთ, რათა თავიდან აირიდოთ ტრავმები.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვის ოთახისთვის ძალიან მყვირალა ფერები არ შევარჩიოთ, რათა არ გამოიწვიოს გადაჭარბებული აგზნებადობა და უძილობა. ინტერიერის ერთ ფერში გადაწყვეტა ასევე არაა რეკომენდებული, რადგან ეს ცუდად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე.
ერთი სიტყვით, იდეალური ვარიანტია პასტელის ფერების კომბინაცია, ფერი კი ბავშვის ხასიათის მიხედვით შეარჩიეთ. თუ თქვენი შვილი ზეაქტიურია, ცისფერ-ლურჯ ტონალობას გირჩევთ, რომელიც ამშვიდებს, ადუნებს, ძილს აუმჯობესებს. ზედმეტად პასიურებისთვის მწვანე ფერს გირჩევთ, რომელიც სულიერ განწყობას ამაღლებს, შრომისუნარიანობას ზრდის, ნეგატივისგან ათავისუფლებს და თავდაჯერებულობას მატებს. ასეთი ბავშვებისთვის ასევე იდეალურია წითელი ფერის ავეჯი, რომელიც აქტიურობისკენ უბიძგებს, მხიარულ განწყობას უქმნის, თუმცა ამ ფერთან ზომიერების დაცვას გირჩევთ - გასანეიტრალებლად სხვა ფერებიც შეუწყვილეთ. ნარინჯისფერი გონებას ააქტიურებს, ენერგიით მუხტავს ადამიანს; თუ ღია იისფერს აირჩევთ, თქვენი შვილი უფრო დაკვირვებული გახდება და არ გაგიკვირდეთ, თუ ხანდახან წაუფილოსოფოსებს. ყავისფერიც მისაღებია საბავშვო ოთახში - ის ამშვიდებს, ძალას მატებს და ფანტაზიას ავითარებს.
მოკლედ საბავშვო ოთახის ავეჯი ( sabavshvo avejis damzadeba shekvetit ) არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, გამომდინარე იქიდან, რომ ლამინატის ავეჯი ფერების დიდ არჩევანსაც გვთავაზობს და მისის საშუალებით ნებისმიერი დიზაინის შექმნაა შესაძლებელი, მთავარია ფანტაზია. ხოლო თუ ვერაფრით ჩამოყალიბდით, როგორი ავეჯი გსურთ თქვენი შვილისთვის, ჩვენი პროფესიონალი დიზაინერი დაგეხმარებათ, რომელიც 3D ვიზუალიზაციის ესკიზს შეგიქმნით ოთახისა და ბავშვის ხასიათის და სურვილების გათვალისწინებით, ხოლო სასურველი ავეჯის დამზადებით კი უკვე ჩვენი გამოცდილი ხელოსნები უზრუნველგყოფთ, რომლებიც მაქსიმალურად მოკლე დროში და რაც, მთავარია, უნაკლოდ დაგიმზადებენ სასურველ ავეჯს.