მაგიდების დამზადება შეკვეთით ( magidebis awyoba ) არაა დიდად მოთხოვნადი, მაგრამ შეიძლება დაჭირდეს ადამიანს. მაგიდა სახლის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელემენტია, რომელიც ოჯახში სიმყუდროვის და ერთიანობის ატმოსფეროს ქმნის. გარდა იმისა, რომ მისი მთავარი დანიშნულება ოჯახის წევრებისა თუ სტუმრების სასადილოდ შეკრებაა, თუ გამორჩეული დიზაინი აქვს, ინტერიერში ერთგვარი დეკორის ფუნქციაც შეიძლება ჰქონდეს.
მაგიდების შეკვეთა ( magidebis damzadeba shekvetit ) იმიტომ არ გამოირჩევა მაღალი მოთხოვნადობით რომ, ძირითადად მათი კონსტრუქციები სტანდარტულია. ავეჯის მწარმოებლები მაგიდების ძალიან მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, თუმცა მაგიდის შერჩევისას მხოლოდ თქვენი გემოვნებით და ფინანსური შესაძლებლობებით კი არ უნდა იხელმძღვანელოთ, არამედ იმითაც, რომ ეს ავეჯი თქვენი ინტერიერის დიზაინს ჰარმონიულად ეხამებოდეს როგორც სტილით, ასევე ფორმით. გარდა ამისა, მაგიდა იმხელა უნდა იყოს, რომ ოჯახის ყველა წევრი თავისუფლად ეტეოდეს და ოთახშიც დარჩეს თავისუფალი სივრცე.
მაგიდების აწყობა ( magidebis shekveta ) ავეჯის მწარმოებლებს მრავალნაირი გემოვნების, კრეატიული ადამიანების სურვილის დაკმაყოფილების მიხედვით უწევთ: ზოგს ვარსკვლავის ფორმის მაგიდა სურს, ზოგს - ეთნოსის სტილში დამზადებულ-გაფორმებული, თუმცა, ძირითადად, შემდეგი ფორმის მაგიდებია მოთხოვნადი: სტანდარტული მართკუთხედი, კვადრატული, მრგვალი და ოვალური.
ჩამოგითვლით რამოდენიმე ვარიანტს რის მიხედვითაც ხდება მაგიდის დამზადება შეკვეთით ( magidis awyoba ).
მართკუთხა მაგიდები კლასიკაა, კომპაქტური, მოსახერხებელი, მობილური. შეგიძლიათ კედელთან მიდგათ და საჭიროების შემთხვევაში ოთახის ცენტრში განათავსოთ. 4-6-სულიანი ოჯახისთვის საკმარისია 150/90 ზომის მაგიდა, 8-სულიანი ოჯახისთვის კი - 200/110.
კვადრატული - ტევადიც არის და კომპაქტურიც ერთდროულად. უფრო მოსახერხებელია 4-სულიანი ოჯახისთვის, თუმცა, თუ დიდი ზომისაა, 8 ადამიანიც თავისუფლად მოთავსდება მის ირგვლივ. 4-სულიანი ოჯახისთვის 90/90 ზომის მაგიდას გირჩევთ.
მრგვალი - უპირატესობა ის აქვს, რომ უსაფრთხოა, რადგან არ აქვს წვეტიანი კუთხეები. თანაც, მრგვალ მაგიდასთან უფრო მეტი ადამიანი ეტევა, ვიდრე მართკუთხასთან. ნაკლი კი ის აქვს, რომ კედელთან სწორად ვერ მიდგამთ. თუმცა, პატარა სამზარეულოებისთვის ყველაზე შესაფერისია.
ოვალური - ძალიან შთამბეჭდავია, ასევე - უსაფრთხო მახვილი კუთხეების არქონის გამო, თუმცა სამზარეულოსთვის შეუსაბამოა, მისაღებ ოთახს კი ძალიანაც დაამშვენებს.
ძალიან ეფექტურია სამკუთხა მაგიდებიც, რომლებთანაც, თუ მოზრდილი ზომისაა, 6 ადამიანი დაეტევა (2-2 თითო გვერდთან).
თუ თქვენს სამზარეულოში დიდი სივრცეა, ავეჯის განთავსების მრავალი ვარიანტი გაქვთ. მაგ: თუ მთელი გარნიტურა ერთ კედელთანაა, გირჩევთ მაგიდა საპირისპირო მხარეს დადგათ. თუ ავეჯი ერთ კუთხესთანაა განლაგებული ან სამი კედელი უჭირავს, მაშინ მაგიდა შუაში უნდა განათავსოთ.
საშუალო და პატარა ზომის ოთახში გირჩევთ მრგვალი მაგიდის დადგმას. მახვილი კუთხეების არქონის გამო მის ირგვლივ მოძრაობისთვის მეტი სივრცე დარჩება და თან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტი ადამიანი თავსდება მასთან. 80-110 სმ დიამეტრის მაგიდასთან 3-4 კაცი თავისუფლად დაჯდება, 130 სმ დიამეტრის მაგიდა კი 6-8 ადამიანსაც თავისუფლად დაიტევს.
პატარა სამზარეულოებისთვის ძალიან პრაქტიკულია მაგიდა-ტრანსფორმერები. შეგვიძლია შემოგთავაზოთ დახლზე ან კარადაზე მიმაგრებული გადმოსაკეცი მაგიდა ან მთლიანად დასაკეცი, რომელსაც არასაჭიროების შემთხვევაში დივნის ქვეშ შეაცურებთ.
ჟურნალის მაგიდის აწყობა ( magidis shekveta ) მისაღებ ოთახში გვაძლევს ერთგვარ დეკორაციას, თუმცა პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: გარდა იმისა, რომ მასზე შეგიძლიათ განათავსოთ საფერფლე, თავისუფალ დროს წასაკითხი ჟურნალ-გაზეთები ან წიგნები, მეგობრების სტუმრობის დროს შეგიძლიათ ყავით და დესერტით ან ალკოჰოლური სასმლით გამასპინძლებისთვის გამოიყენოთ. ასევე, შეგიძლიათ მასზე ითამაშოთ სამაგიდო თამაშები, ლეპტოპზე სამუშაოდ გამოიყენოთ.
ჟურნალების მაგიდაც სხვადასხვა სტილის და ფორმის არსებობს და ისიც ინტერიერის შესაბამისად უნდა აირჩიოთ.
ჩვენ გთავაზობთ კლასიკურ - მართკუთხა და კვადრატულ მაგიდებს, რომლებიც ნებისმიერი სტილის ინტერიერს უხდება. სურვილისამებრ, შეგვიძლია მაგიდას თაროები გავუკეთოთ, რომლებშიც ყოველდღიური მოხმარების ნივთებს შეინახავთ: პულტს, ბანქოს, ბლოკნოტს ჩანაწერებისთვის, სათვალეს...
ასევე, შეგიძლიათ მრგვალი და ოვალური ვარიანტები აირჩიოთ, რომლებიც ინტერიერს უფრო ჰარმონიულს და მიმზიდველს გახდის. მოდელებში კი მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.
დღეს ასევე პოპულარულია მრავალფუნქციური დაბალი მაგიდის შეკვეთა ( magidis damzadeba shekvetit ) რომელსაც მაგიდა-ტრანსფორმერები ეწოდება: საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა, სტუმრების მოსვლის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გაშალოთ და 6-8 პერსონისთვის საკმარის სუფრად გადააქციოთ. ასევე არსებობს მაგიდები, რომლებსაც ორნაირი სიმაღლის მდგომარეობა აქვს.
დაბოლოს, ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ჟურნალების მაგიდა დივნის დასაჯდომი ნაწილის სიმაღლის ან ოდნავ დაბალი უნდა იყოს.
მაღალი დონის მაგიდების და ავეჯის დამზადება შეკვეთით ჩვენთან, მადლობა ყურადღებისთვის.