• 10-09-2021
  • interier
  • 8 509
  • 0

როგორ შევარჩიოთ კარადა ოთახის გაბარიტების მიხედვით

კარადების დამზადება შეკვეთით ( karadebis xelosani ) მოთხოვნადი სერვისია, ის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა, რომლებიც არა მხოლოდ ნივთების შესანახად გვჭირდება, არამედ ინტერიერის ერთგვარი დეკორაციაც გახლავთ.

თანამედროვე კარადების აწყობა ( karadebis shekveta ) მოსახერხებელა, მოცულობითი და ერგონომიულია და ნებისმიერი სტილისა და ფორმის ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის.

კარადების შეკვეთა ( karadebis awyoba ) მათი სტილი და დიზაინი იმაზეა დამოკიდებული, რომელ ოთახში გსურთ მისი განთავსება და რა დანიშნულება ექნება. ტანსაცმლის, ჭურჭლის თუ წიგნის ის შეიძლება იყოს როგორც ღია სექციებით, ისე დახურული ან ვიტრაჟული.

თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების წყალობით, დღევანდელ ბაზარზე კარადების ძალიან დიდი არჩევანია, რომლებიც გამოირჩევა არა მხოლოდ შთამბეჭდავი ვიზუალურობით, არამედ ორიგინალური ფორმებითაც.

ფორმის მხრივ კი კარადები შემდეგ კლასიფიკაციად იყოფა: კლასიკური - რომელსაც გამოსაღები კარები აქვს; კუპე - გვერდზე გასაწევკარიანი, ვიწრო ოთახებისთვის ზედგამოჭრილია, რადგან არ საჭიროებს დამატებით სივრცეს კარების გამოსაღებად; ჩაშენებული კარადა - რომელიც ოთახში არსებულ ნიშაში თავსდება და სივრცის ეკონომიისთვის ამონტაჟებენ; დიაგონალური და კუთხის კარადები - იდეალურია ასევე ადგილის ეკონომიის მიზნით და რადიუსული - რომელიც კედელთან ნახევარწრედ იდგმება.

კარადების ხელოსანი ( karadebis damzadeba shekvetit ) გირჩევთ - თუ ოჯახი მრავალწევრიანია, რასაკვირველია, არაერთი სათავსოს საჭიროებაა და როდესაც ბინის გაბარიტები ამის საშუალებას არ იძლევა, ოთახების ყოველი სანტიმეტრის ათვისება და ავეჯის სწორად განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ჩვენი დიზაინერი დაგეხმარებათ, რომელიც არა მარტო ოთახის დიზაინის შექმნაში გაგიწევთ კონსულტაციას, არამედ კარადების 3D ვიზუალიზაციის ესკიზს შეგიქმნით და თქვენ საშუალება გექნებათ თითოეული ესკიზის ყველა მხრიდან შეთვალიერებით სასურველი ავეჯი აირჩიოთ. ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები კი დროულად და რაც მთავარია, ძალიან ხარისხიანად დაგიმზადებენ მას.

აქვე შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელ ოთახში როგორი სათავსოს განთავსება ჯობია.

კარადა-კუპე

გორგოლაჭებზე გასაწევი კარის წყალობით ასეთ მოდელს ყველაზე ვიწრო ოთახშიც დატევთ, ასევე, ნიშებს შეავსებთ მისით. თუმცა მხოლოდ პატარა ოთახებისთვის როდია განკუთვნილი - ის ნებისმიერი ფორმის ოთახს დაამშვენებს: საძინებელს, მისაღებს, შემოსასვლელს. იგი ერგონომიულია, უნივერსალური და თუ სარკეც ექნება, მეტად ფუნქციონალური იქნება.

კარადა-კუპე სხვადასხვა ზომის შეგვიძლია დაგიმზადოთ, თუმცა მისი სიღრმის იდეალური ზომა 60-65 სმ-ია. ამგვარად მასში მეტ ტანსაცმელს დატევთ როგორც თაროებზე, ისე საკიდზე. საძინებელში სწორედ ამ ზომის თაროებიანი მოდელი უნდა გაითვალისწინოთ, რადგან სწორედ ამ ოთახში ვინახავთ ყველაზე მეტ ტანსაცმელს; აი, შემოსასვლელში კი, თუ ოთახის გაბარიტები ამის საშუალებას არ გაძლევთ, შეგიძლიათ ნაკლები სიღრმის მქონე დადგათ.

კარადის დამზადება შეკვეთით ( karadis xelosani ) საძინებელშიც შეგვიძლია, ის კომბინირებული სახის გამოვა, რომელსაც ექნება გასაწევიც და გამოსაღები კარებიც - ასეთი მოდელი არა მხოლოდ პრაქტიკული იქნება, არამედ ინტერიერის სტილს უფრო მომგებიანად წარმოაჩენს.

ბავშვის ოთახისთვის კი ის უფრო მრავალფუნქციური უნდა იყოს - ტანსაცმლის თაროებით, ასევე - სათამაშოებისა და წიგნების უჯრებით.

კაბინეტის კარადა სასურველია ღია ან ვიტრაჟული აირჩიოთ, რათა ხელმისაწვდომი იყოს წიგნები თუ სხვადასხვა დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გირჩევთ, სამუშაო ოთახისთვის ავეჯის შესარჩევად ყურადღება მიაქციოთ ფერს - ის არ უნდა იყოს მყვირალა ტონების, რათა მუშაობისას ყურადღება არ გაგეფანტოთ.

ჩაშენებული კარადები

კარადის ხელოსანი ( karadis damzadeba shekvetit ) გირჩევთ ჩაშენებულ ვარიანტებს რადგან დღეს ისინი ძალიან მოთხოვნადია. მისი საშუალებით კედლების ხარვეზებს დაფარავთ ან ნიშებს შეავსებთ და ოთახში უფრო მეტი სივრცე დარჩება. განსაკუთრებით მათ ვურჩევთ, ვისაც მცირე ზომის ოთახები აქვთ. თუ გასაწევკარებიანს გააკეთებთ და მათზე სარკეებსაც დაამონტაჟებთ, იდეალური "სარკიანი კედლის" ეფექტს შექმნით. თუმცა ჩაშენებულისერთადერთი მინუსი ისაა, რომ თუ ინტერიერში დიზაინის შეცვლა მოგინდათ, მათ გადაადგილებას ვეღარ შეძლებთ.

რადიუსული და კუთხის კარადები

რადიუსული და კუთხის კარადის შეკვეთა ( karadis awyoba ) ძალიან ეფექტურია, რომლების საშუალებითაც კედლების კუთხეებს მაქსიმალურად აითვისებთ და ინტერიერს შთამბეჭდავ ელფერს შესძენთ. რადიუსული მოდელები ინტერიერის ერთგვარი დეკორაციაა. ის შეიძლება იყოს ამოზნექილკარიანი, ჩაზნექილკარიანი და ტალღისებური. პირველ მათგანს ხშირად პატარა ოთახებში დგამენ. კარების ასეთი ფორმა მის შიდა სივრცის გაზრდის საშუალებას იძლევა; შეზნექილკარიანი კი პირიქით, ოთახში სივრცეს ანიჭებს მეტ მოცულობას. ტალღისებური მოდელები მოცულობითი ოთახისთვისაა განკუთვნილი - ეს არის კუთხის მომრგვალებულფორმებიანი ავეჯი, რომელიც ინტერიერში შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის.

კარადის აწყობა ( karadis shekveta ) მოითხოვს ფერის არჩევას და შეხამებას, თანამედროვე მასალა მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, თუმცა მისი ფერი უნდა ეხამებოდეს იატაკის, კედლების და კარის ტონალობას. რადგან, მაგალითად, კარადა-კუპე მთელი კედლის სიმაღლისაა, არ გირჩევთ იატაკის ფერის კარადას - ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს იატაკი ჭერამდეა აზიდული. არც კედლის ფერისას გავუწევდით რეკომენდაციას, რადგან კარადა შეუმჩნეველი გახდება და ეფექტურობას დაკარგავს. იდეალური ვარიანტია კარის ფერის გათვალისწინება. ასე კარადა ჰარმონიულად ჩაჯდება ინტერიერში.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ ის რაც უფრო ღია ფერის იქნება, მით მცირეგაბარიტიანი გამოჩნდება. 

კარადები სურათი 1კარადები სურათი 2კარადები სურათი 3კარადები სურათი 4კარადები სურათი 5კარადები სურათი 6კარადები სურათი 7კარადები სურათი 8კარადები სურათი 9კარადები სურათი 10კარადები სურათი 11კარადები სურათი 12

კითხვა - პასუხი

ვამზადებთ ნებისმიერი დიზაინის კარადებს
რათქმაუნდა, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე
დიახ

რუქა

ვიდეო


მსგავსი პროდუქტი
სტელაჟები
  • 10-сен-2021
  • 0
მაგიდები
  • 10-сен-2021
  • 0

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22