საწოლების დამზადება შეკვეთით საძინებელში ქმნის სტილს, თუმცა მისი შერჩევისას არა მხოლოდ იმას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რამდენად მდიდრულ და დეკორატიულ შთაბეჭდილებას შექმნის ინტერიერში, არამედ იმასაც, რამდენად კომფორტულად იგრძნობთ მასზე თავს და რამდენად ხარისხიანადაა დამზადებული, რომ დიდხანს უზრუნველყოს თქვენი მშვიდი ძილი.
რომელი მასალისგან ხდება საწოლის აწყობა? რა თქმა უნდა, ბუნებრივი ხის მასალა უპირატესია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უნაკლოა, ხოლო ხელოვნური მასალა - უხარისხო. ხის მასალა თუ კარგად დამუშავებული და გამომშრალი არაა, ძალიან მალე დეფორმირდება და მომხმარებელი სრულიად იმედგაცრუებული დარჩება.
საწოლები შეკვეთით მზადდება სხვადასხვა მასალისგან მაგრამ, რაც შეეხება ე.წ. ემ-დე-ეფის მასალას, ის საუკეთესო ალტერნატივაა. ჯერ ერთი, ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიც დე-ეს-პეს შემთხვევაშია; გარდა ამისა, ფერთა მრავალფეროვანი პალიტრით გამოირჩევა, საკმაოდ გამძლეა, კარგად იტანს სინოტივეს და მასალა სხვადასხვა დიზაინერული შედევრის შექმნის საშუალებას იძლევა. და ყველა ამ სიკეთესთან ერთად, შედარებით ხელმისაწვდომია.
საწოლების შეკვეთა უნდა მოხდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, რადგან ის თქვენი კომფორტის ზონად უნდა იქცეს:
საწოლის დიზაინი ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს საძინებლის საერთო სტილს ფორმით და ფერით.
როგორც წესი, საწოლის ყველაზე თვალსაჩინო დეტალი მისი ზურგია და სწორედ ის ქმნის სტილს ინტერიერში. საწოლის ზურგი შეიძლება იყოს მართკუთხედი ფორმის, ოვალური, ტალღოვანი, რბილი, მაგარი, მოჩუქურთმებული და ა.შ.
რაც უფრო მაღალი ზურგი აქვს საწოლს, მით უფრო ელეგანტური ვიზუალისაა და გაცილებით მოსახერხებელი, მაგალითად, წიგნის კითხვის ან ტელევიზორის ყურების დროს.
თუ კლასიკურ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, ეფექტური იქნება მოჩუქურთმებული, რელიეფურ-ორნამენტებიანი ან ტყავგადაკრული საწოლი.
თანამედროვე ინტერიერს ორიგინალობას შესძენს საწოლი-პოდიუმი დეკორის თვალშისაცემი ელემენტებით (მაგ: სარკიანი ჩანართებით, განათებით).
ძალიან მოდურია ქსოვილგადაკრული საწოლებიც.
დღესდღეობით საწოლის აწყობა ძალიან პოპულარულია დაბალ ფეხზე ან სულაც ფეხების გარეშე. ისინი უფრო კომფორტულია მრავალი კრიტერიუმით, თუმცა მაღალფეხიანი საწოლი უფრო პრაქტიკულია მტვრის გამოწმენდის თვალსაზრისით.
ბოლო დროს საწოლის შეკვეთა დამატებითი ფუნქციით საკმაოდ მოთხოვნად სერვისად იქცა მაგალითად - სათავსოებით. თუ ოთახში პატარა სივრცეა, ეს სათავსოები ეფექტურად ცვლის კამოდებს. მარტივი ასაწევი მექანიზმის ან გამოსაწევი უჯრების წყალობით ტექსტილისთვის საკმაოდ ტევადი სივრცე გექნებათ.
საწოლის ხელოსანი თბილისში ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენ ემ-დე-ეფის საწოლების ძალიან მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ჩვენი პროდუქცია არა მხოლოდ ვიზუალური ელეგანტურობით გამოირჩევა, არამედ ხარისხითაც. მიუხედავად შეკვეთების სიმრავლისა, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელს დროულად დავუმზადოთ სასურველი ავეჯი შეკვეთით. დაგვიკავშირდით და ერთად გავხადოთ ეფექტური და კომფორტული თქვენი საძინებლის ინტერიერი.