• 10-09-2021
  • interier
  • 8 643
  • 0

როგორ ვაქციოთ ის მრავალფუნქციურ ზონად

მისაღები ოთახის ავეჯი შეკვეთით უნდა იყოს პირველივე შეხედვით ძალზედ ეფექტური, თვალშისაცემი და ამავდროულად კომფორტულიც და პრაქტიკულიც. მდიდრული ავეჯით, ვიტრინებში გამოფენილი ძვირფასი სერვიზებით სავსე მისაღები ოთახი ადრე უმთავრესად სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი, თანამედროვე მისაღები კი სახლში მცხოვრებთა მოსასვენებელ ოთახად იქცა. ამიტომ ბევრს ის სამზარეულოსთან აქვს გაერთიანებული ან ბარით გამიჯნული.

როგორც აღვნიშნეთ, ადრე ეს ოთახი სტუმრებისთვის თავის მოსაწონებლად თუ სტატუსის ხაზგასასმელად ისე იყო გადაჭედილი მასიური ავეჯით, რომ გადაადგილება ლამის შეუძლებელი იყო. თანამედროვე ინტერიერში კი მინიმალიზმი სუფევს - ნაკლები, მხოლოდ საჭირო ავეჯი და მეტი სივრცე; კონტრასტულობა ფერთა გამაში, სხვადასხვა მასალის ავეჯის შეხამება და ნაკლებპრეტენზიულობა.

როგორი ავეჯით მოვაწყოთ მისაღები ოთახი

მისაღები ოთახის ავეჯის დამზადება თითქოს მარტივია მაგრამ პირველ რიგში, ჩამოყალიბდით, რა დანიშნულება ექნება აღნიშნულ ოთახს - სტუმრების მისაღებად იქნება განკუთვნილი თუ ოჯახის წევრთა დასასვენებლად. თუმცა, თუ ოთახის გაბარიტები ამის საშუალებას იძლევა, ზონებად დაყოფის შედეგად ორივე ფუნქციას შეითავსებს.

მისაღები ოთახის ავეჯის შეკვეთა მრავალფეროვნად შეიძლება მაგრამ, თუ ორიგინალური და შთამბეჭდავი დიზაინის ოთახი გსურთ, ჩვენი დიზაინერი დაგეხმარებათ სტილისა და ავეჯის შერჩევაში, ჩვენი ხელოსნები კი თქვენი გემოვნებით დაგიმზადებენ ხარისხიან ავეჯს, რომელიც თქვენი ოთახის ინტერიერს ეფექტურს და სხვებისგან გამორჩეულს გახდის.

მისაღები შეგიძლიათ მოაწყოთ მუდამ მოდურ კლასიკურ სტილში და ძვირფასი, მასიური ავეჯი განათავსოთ, თუმცა, თუ თანამედროვე და უფრო პრაქტიკული სტილი გხიბლავთ, გირჩევთ მსუბუქი, ფუნქციონალური ავეჯი შეიძინოთ.

ნებისმიერი ოთახის მოწყობისას ავეჯის ერთი კონკრეტული სახეობა უნდა იქნეს კომპოზიციის ცენტრად არჩეული. ასეთი ცენტრი ფეშენებელურ სახლებში ბუხარია, კორპუსებში კი - სტუმრებისთვის გათვალისწინებული უზარმაზარი მაგიდა ან დივან-სავარძლები. დანარჩენი ავეჯი მის გარშემო უნდა გადაანაწილოთ ეფექტურად.

დიდი მისაღები ოთახი

დიდი სივრცე ავეჯის ეფექტურად განთავსების მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. ის მყუდრო და ჰაეროვანი რომ იყოს, ავეჯი სწორად უნდა განათავსოთ. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ოთახში კომფორტულად გადაადგილებისთვის ადამიანს 90 სმ თავისუფალი სივრცე მაინც სჭირდება. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ნიუანსი.

მისაღები ოთახის ავეჯის ხელოსანი პირველ რიგში, არ გირჩევთ ძველ ყაიდაზე ავეჯის კედლებთან ჩამწკრივებას. ასეთი წყობა საბჭოთა პერიოდში იყო მიღებული, რადგან ავეჯის უკანა ნაწილები უხარისხო მასალით, ნარჩენებით მზადდებოდა და ამიტომ მათი მიჩქმალვის აუცილებლობა იყო. თანამედროვე ინტერიერში კი ხარისხიანი ავეჯით ოთახის ზონებად დაყოფაც შეგიძლიათ.

რაც შეეხება ზონებად დაყოფას, ფართო მისაღებში მსგავსი მეთოდით ძალიან მყუდრო და მრავალფუნქციური გარემოს შექმნა შეგიძლიათ: დასასვენებელი ზონა, სასადილო, სამუშაო.

დასასვენებელი ზონა შეგიძლიათ რბილი ავეჯით შემოსაზღვროთ ვიზუალურად. მის გარდა, ამ ზონაში საჭიროა ჟურნალების მაგიდა და ტელევიზორი თავისი სადგამით - იქნება ეს სტელაჟი, კამოდი თუ ტუმბა. გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორი ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ, რომ მზის სხივები პირდაპირ არ ეცემოდეს. მის სადგამად კი მრავალფუნქციური სტელაჟი შეგვიძლია დაგიმზადოთ, რომელზეც თანამედროვე ტექნიკასაც განათავსებთ, ტუმბებში და თაროებზე - წიგნებს, სუვენირებს და სხვა აქსესუარებს.

სამუშაო ზონა შეგიძლიათ გამოჰყოთ მაღალი ან დაბალი სტელაჟით და იქვე დადგათ საწერი მაგიდა. აქვეა ადგილი საოჯახო ბიბლიოთეკისთვისაც. ასე ძალიან მოსახერხებელ კუთხეს მოიწყობთ.

სასტუმრო ზონა კი სასადილო მაგიდასა და სერვიზის კარადას აერთიანებს.

პატარა მისაღები ოთახი

აქ მასიური ავეჯის და გიგანტური ჭაღების ადგილი არაა და საერთოდაც, სჯობს ავეჯმა დიდი ადგილი არ დაიკავოს. სრულიად საკმარისია რბილი ავეჯი და მრავალფუნქციური კარადა-კედელი, სადაც ტელევიზორსაც დატევთ და სხვადასხვა ნივთისთვისაც დაგრჩებათ ადგილი.

თანამედროვე ავეჯი-კედელი, ადრინდელისგან განსხვავებით, უფრო "მსუბუქი" და პრაქტიკულია. სურვილისამებრ, შეგვიძლია დაგიმზადოთ ღია ან დახურული თაროებით, ვიტრაჟიანი, ტუმბებით და ტანსაცმლის კარადით... შეგვიძლია ჩასაშენებელი კარადები შემოგთავაზოთ. ამ შემთხვევაში მეტი სივრცე დაგრჩებათ გადაადგილებისთვის.

თუ ვიწრო და მაღალ კარადებს აირჩევთ, ოთახი უფრო მაღალი გამოჩნდება. გარდა ამისა, ოთახის ვიზუალურად გაზრდისთვის ხშირად იყენებენ პრიალაზედაპირიან ავეჯს. რაც შეეხება სასადილო მაგიდას, პატარა მისაღებისთვის შეგვიძლია კომპაქტური მაგიდა-ტრანსფორმერი შემოგთავაზოთ.

მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 1მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 2მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 3მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 4მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 5მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 6მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 7მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 8მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 9მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 10მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 11მისაღები ოთახის ავეჯი სურათი 12

კითხვა - პასუხი

დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე და გაესაუბრეთ ხელოსანს.
დიახ
მოგვაწოდეთ ზომები, ფოტო სურათი ან ნახაზი და დაგიმზადებთ ანალოგიურს

რუქა

ვიდეო


მსგავსი პროდუქტი
სტელაჟები
  • 10-сен-2021
  • 0
მაგიდები
  • 10-сен-2021
  • 0

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22