• 10-09-2021
  • interier
  • 5 193
  • 0

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო

სამზარეულოს დამზადება შეკვეთით ( samzareulos ackoba ) უნდა მოხდეს ძალიან დელიკატურად, რადგანაც დიასახლისი დღის უმეტეს ნაწილს მასთან ატარებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისთვის, რომ ეს ოთახი მაქსიმალურად პრაქტიკულად და კომფორტულად იყოს მოწყობილი. ასეთ შემთხვევაში სასადილო ოთახი ოჯახის წევრთა თავშეყრის საუკეთესო ადგილადაც შეიძლება იქცეს.

სამზარეულოს ავეჯის დიზაინი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ოთახის გაბარიტებსა და ფორმაზე.რასაკვირველია, რაც უფრო მეტი სივრცეა ოთახში, მით მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება გვაქვს, თუმცა სწორი დაგეგმარების შემთხვევაში მცირე ზომის სივრცეშიც შეიძლება შევქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო.

მთავარია, სწორად გადაანაწილოთ ავეჯი და ტექნიკა, რის ხარჯზეც პატარა სივრცეს ვიზუალურად გაზრდით.

როცა სამზარეულოს აწყობა ( samzareulo shekvetit ) გახდება საჭირო, ჯერ ჩამოყალიბდით, როგორი სტილის და ზომის ავეჯი გსურთ. კარგი იქნება, თუ დიზაინერის კონსულტაციით ისარგებლებთ, რომელიც სწორად გაანაწილებს სივრცეს და სასურველ ესკიზს შეგიქმნით.

ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენს პროფესიონალ დიზაინერს არაერთი არასტანდარტული ოთახის დიზაინის შექმნის გამოცდილება აქვს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით და 3D ვიზუალიზაციით საუკეთესო დიზაინერულ პროექტს შეგიდგენთ. ასევე, უმოკლეს დროში დაგიმზადებთ საუკეთესო ხარისხის, ექსკლუზიურ ავეჯს.

მოცულობითი და მცირე ზომის სამზარეულო

რასაკვირველია, არსებული დიდი სივრცე მრავალნაწილიანი ავეჯისა და ტექნიკის მოსახერხებლად განთავსების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

როდესაც სამზარეულო შეკვეთით ( samzareulos damzadeba shekvetit ) მზადდება ხდება რამოდენიმე ფაქტორის მკაცრად გათვალისწინება, კლასიკური განლაგება ითვალისწინებს გაზქურის ცენტრში განთავსებას და დანარჩენი ავეჯის მის ირგვლივ გადანაწილებას, თუმცა ეს მკაცრად დადგენილი წესი არ არის და შეგიძლიათ სურვილისამებრ იმოქმედოთ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ნიჟარასა და გაზქურას შორის მანძილი 0.5-1 მეტრი უნდა იყოს, მაცივარი კი გაზქურისგან და რადიატორისგან მინიმუმ 30 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული.

აღნიშნული შეგიძლიათ ზონებად დაყოთ: 1) სველი ზონა - ამ ზონაში შედის ნიჟარა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და კარადა გარეცხილი ჭურჭლის შესანახად; 2) სამუშაო ზონა - ზედაპირი, რომელიც გამოიყენება კერძის დასამზადებლად განკუთვნილი პროდუქტების დასამუშავებლად. უმჯობესია, ეს ზონა ნიჟარასთან ახლოს იყოს, რათა პროდუქტების გასარეცხად ერთი კუთხიდან მეორეში სიარული არ მოგიწიოთ. იქვე ახლოს უნდა იყოს ჭურჭლის, დანა-ჩანგლის, ასევე, კერძის შესაკმაზი ინგრედიენტების შესანახი კარადა და უჯრები; 3) გამოსაყენებელი ატრიბუტების შესანახი ზონა, რომელშიც ისეთ ნივთებს შეინახავთ, რომლებიც ყოველდღიურად არ გჭირდებათ (წვრილი ტექნიკა, ტაფა-ქვაბები).

მოკლედ, დიდი სივრცის მოწყობა მხოლოდ ფანტაზიას და ფინანსურ შესაძლებლობას მოითხოვს, აი, პატარა ფართის სამზარეულო კი ნამდვილად პრობლემაა - როგორც წესი, იქ მხოლოდ მინიმალური რაოდენობის ავეჯი ეტევა: ნიჟარა, გაზქურა და მაცივარი. თუმცა, სწორი დაგეგმარების და სივრცის მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში, მისი კომფორტულად მოწყობა შესაძლებელია.

თუ ოთახი ვიწრო და გრძელია, ერთ კედელთან განთავსდება აუცილებელი სამეული (მაცივარი ნიჟარა, გაზქურა), მოპირდაპირე მხარეს კი - სასადილო მაგიდა; მაგრამ თუ ოთახს კვადრატის ფორმა აქვს, მაშინ ზემოხსენებული სამეული კუთხეში სამკუთხედის ფორმით უნდა განათავსოთ.

დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება მრავალფუნქციური ავეჯი-ტრანსფორმერები, რომლებიც პატარა ზომის ოთახებში იდეალურია. თუ პატარა სამზარეულოში აუცილებელი ავეჯის განთავსების შემთხვევაში ფეხის დასადგმელი ადგილიც აღარ რჩება, გირჩევთ, სწორედ ასეთი ავეჯით ჩაანაცვლოთ: გადმოსაკეცი ან დასაკეცი მაგიდა და სკამები, კარადა-ტრანსფორმერები და სხვა.

ავეჯის ტონალობა

რაც შეეხება ავეჯის ფერს, მცირე ზომის სამზარეულოსთვის ღია ტონალობებს გირჩევთ, რაც ვიზუალურად ზრდის სივრცეს და მეტ სიმყუდროვეს ქმნის: თეთრი, სპილოსძვლისფერი, ღია ყვითელი, კრემისფერი...უმჯობესია, ავეჯი ერთი ტონალობის იყოს, მაგრამ თუ კონტრასტის დამატება გსურთ მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ ავეჯის აქსესურები, ფარდები ან კედლები გამოიყენოთ. აი, დიდი სივრცის შემთხვევაში კი ფერების არჩევანში შეზღუდული არ ხართ - ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

გაითვალისწინეთ, რომ ავეჯის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს კედლების, იატაკის, ფარდების ტონალობას.

ასევე გასათვალისწინებელია ავეჯის ფაქტურა: არსებობს გლუვზედაპირიანი და პრიალაზედაპირიანი ავეჯი. რომელს რა უპირატესობა აქვს? ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას მაინც გირჩევთ: პრიალაზედაპირიანი ავეჯი სარკისებური ეფექტის წყალობით ვიზუალურად ზრდის სივრცეს, გლუვი კი პირიქით, აპატარავებს ოთახს და თითქოს "მალავს" ავეჯს. გარდა ამისა, პრიალაზედაპირიანი ავეჯი ადვილად იწმინდება, მასზე არ რჩება ლაქები გლუვზედაპირიანისგან განსხვავებით და თუ ხარისხიანი მასალითაა დამზადებული, უფრო დიდხანსაც ძლებს.

სამზარეულოს ბარი

თანამედროვე სამზარეულოებში სულ უფრო ბევრი ადამიანი აკეთებს ბარს. გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული დახლის ზედაპირის სიგანე 40-50 სმ-ია. ეს საკმარისია, რომ ბარზე დიდი ზომის თეფშები დაეტიოს. სიმაღლე ვარირებს 80-დან 120 სმ-მდე, რაც სავსებით მოსახერხებელია მასთან მდებარე ბარის სკამებზე მსხდომთათვის. ასევე გასათვალისწინებელია ბარის სიგანე - არ უნდა აღემატებოდეს 200 სმ-ს. მასთან 4 სკამის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა, თუ ოჯახი მრავალწევრიანია, შეგიძლიათ უფრო გრძელიც გააკეთოთ.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბარს ცალკე განათება სჭირდება, განათების სახეობა კი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. საუკეთესო ავეჯი შეკვეთით ჩვენთან დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს.

სამზარეულოს დამზადება სურათი 1სამზარეულოს დამზადება სურათი 2სამზარეულოს დამზადება სურათი 3სამზარეულოს დამზადება სურათი 4სამზარეულოს დამზადება სურათი 5სამზარეულოს დამზადება სურათი 6სამზარეულოს დამზადება სურათი 7სამზარეულოს დამზადება სურათი 8სამზარეულოს დამზადება სურათი 9სამზარეულოს დამზადება სურათი 10სამზარეულოს დამზადება სურათი 11სამზარეულოს დამზადება სურათი 12

კითხვა - პასუხი

რათქმაუნდა ვიღებთ, დაგვიკავშირდით თქვენთან ვიზიტის დროის შესათანხმებლად.
სამწუხაროდ არა
ჩვენ ტერიტორიულად ვართ თბილისში

რუქა

ვიდეო


მსგავსი პროდუქტი
სტელაჟები
  • 10-сен-2021
  • 0
მაგიდები
  • 10-сен-2021
  • 0

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22