სტელაჟების დამზადება შეკვეთით ( stelajis awyoba shekvetit ) ამ ბოლო პერიოდში გახდა ძალზედ მოთხოვნადი, თანამედროვე ინტერიერში დიდი ხანია მინიმალიზმმა ჩაანაცვლა გადატვირთული სივრცე. მასიური ავეჯის ალტერნატივა, ორიგინალური და უნივერსალური სტელაჟები, ინტერიერს მეტად შთამბეჭდავს, ხალვათს და მსუბუქს ხდის და საკმაოდ ფუნქციონალურიცაა.
სტელაჟებს იმ ოთახებში დგამენ, სადაც ადვილად ხელმისაწვდომი ნივთების განთავსება სურთ: შემოსასვლელში, მისაღებში, სამზარეულოში, საძინებელში, კაბინეტში, საკუჭნაოში, ავტოფარეხში...
რადგან სტელაჟებზე განთავსებული ნივთები ყველასთვის თვალსაჩინოა, იდეალურია კოლექციონერებისთვის,ფოტოალბომების, აუდიო და ვიდეოსისტემის განთავსებისთვის...
სტელაჟების აწყობა შეკვეთით ( stelajis damzadeba shekvetit ) თუ ორიგინალურად გსურთ, ისეთი, რომელიც დისონანსს არ შეიტანს ინტერიერში და ერთგვარი დეკორის ფუნქციაც ექნება, გაითვალისწინეთ მოდის შემდეგი ტენდენციები:
სტელაჟის დამზადება შეკვეთით ( stelajebis awyoba shekvetit ) თქვენ შეგიძლიათ არაერთი სახეობით: სტანდარტული, სიმეტრიული სტელაჟი - უკანა და გვერდითა კედლებით; სტელაჟი-კედელი - ფართო სადგამი ტელევიზორისთვის ან აკვარიუმისთვის განკუთვნილი ნიშით, გამოსაწევი უჯრებით და კარით;
სტელაჟი-ცილინდრი - მბრუნავი მოდელი, რომელიც წიგნების მაღაზიებში გვხვდება, კარგი ვარიანტია კოლექციონერებისთვის და ასევე, წიგნებისა და დისკების დასაწყობად; სტელაჟი-კუნძული - სივრცის გასატიხრად.
ეს უკანასკნელი დიდი ოთახის ზონებად დასაყოფად იდეალურია - ერთ მხარეს იქნება, მაგალითად, მისაღები, მეორე მხარეს კი - სამუშაო კაბინეტი. ყრუ კედლისგან განსხვავებით, სტელაჟი-ტიხარი სივრცეს ვიზუალურად არ დააპატარავებს, თანაც, შეგიძლიათ თაროებს ორივე მხრიდან მიუდგეთ.
სტელაჟის აწყობა შეკვეთით ( stelajebis awyoba shekvetit ) მოითხოვს რამოდენიმე ნიუანსის წინასწარ განსაზღვრას. როდესაც სტელაჟის ყიდვას ან შეკვეთას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, ჩამოყალიბდით, კონკრეტულად რომელი ნივთებისთვის გჭირდებათ. გადაზომეთ კედელი და ასევე, თაროებს შორის სასურველი მანძილი. მართალია, ავეჯის მაღაზიები სტელაჟების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, მაგრამ სასურველ ზომას ყოველთვის როდი შევხვდებით. ამიტომ უმჯობესია, ხელოსანს დაამზადებინოთ. ამ შემთხვევაში ავეჯის ზომაც და ფერიც თქვენი სურვილის მიხედვით იქნება გათვალისწინებული.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტელაჟი მყარად იდგეს, განსაკუთრებით, თუ ბავშვის ოთახისთვის გსურთ. თუ მძიმე და არც ისე მყარია, ჯობია კედელზე ან იატაკზე მიახრახნოთ, რომ შემთხვევით პატარამ არ გადმოაყირაოს და ტრავმა არ მიიღოს.
თუმცა ოჯახში არის ნივთები, რომლების სტელაჟებზე გამოფენა არაა სასურველი, მაგალითად, ტანსაცმელი, თეთრეული. ამ შემთხვევაში გირჩევთ კომბინირებული ავეჯის, კარადა-სტელაჟის შეძენას.
სტელაჟების მინუსი ისაა, რომ ვინაიდან ღია კონსტრუქციაა და თაროებს კარი არ აქვს, ადვილად ედება მტვერი და ამიტომ ხშირად საჭიროებს გაწმენდას.
მისაღებ ოთახში სასურველია მთლიანად ღია კონსტრუქციის ან კომბინირებული სტელაჟი-კედლის დადგმა. მასზე შეგიძლიათ მოათავსოთ ტელევიზორი ან აუდიოსისტემა. ამ შემთხვევაში სტელაჟს უნდა ჰქონდეს ბევრი პატარა სექცია დისკებისთვის.
გარდა ამისა, მისაღებში დეკორისთვის შეგიძლიათ დადგათ კომპაქტური სტელაჟი, სადაც განათავსებთ სუვენირებს, ჟურნალებს, ფოტოალბომებს და სხვადასხვა დეკორატიულ ნივთს.
ბევრ დიასახლისს აქვს სახლში უამრავი ყვავილის ქოთანი და თუ შთამბეჭდავი დიზაინის სტელაჟზე განათავსებს მათ, მისაღებ ოთახს კიდევ უფრო გაალამაზებს.
საძინებელში გირჩევთ სტელაჟი საწოლის თავთან დაამონტაჟოთ - ადგილის ეკონომიასაც გასწევთ და უფრო მოსახერხებელიცაა - საწოლიდან წამოდგომის გარეშე აიღებთ სასურველ ნივთს.
შემოსასვლელში ასევე კომბინირებული სტელაჟი შეგიძლიათ ჩააშენოთ - დახურულ კარადაში ფეხსაცმელებს და ქურთუკებს შეინახავთ, ღია თაროებზე კი - ჩანთებს და სხვა აქსესუარებს.
გაითვალისწინეთ, რომ გარდა ფუნქციონალურობისა, სტელაჟები ერთგვარი დეკორაციაა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ დიზაინსა და ფერს, რათა დისონანსი არ შეიტანოს ინტერიერში. ფერი დამოკიდებულია მის დანიშნულებაზეც. მაგ: ოფისისთვის ან კლასიკური ინტერიერისთვის ყავისფერი სჯობს, ბავშვის ოთახში კი ხალისიან ფერებს გირჩევთ.
თუ სავაჭრო ცენტრებში გამოფენილი პროდუქცია თქვენს გემოვნებას არ აკმაყოფილებს და ორიგინალური და ხარისხიანი სტელაჟების დამზადება გსურთ, შეგვიძლია დაგეხმაროთ და თქვენი სახლის ინტერიერის გასალამაზებლად შთამბეჭდავი მოდელები დაგიმზადოთ. ვიზუალურ მხარეზე ჩვენი პროფესიონალი დიზაინერი იზრუნებს, ავეჯის დამზადება კი ჩვენს გამოცდილ ხელოსნებს შეგიძლიათ ანდოთ თამამად.