რუმინული და მისი პოპულარობა

  • 04-сен-2021
  • interier
  • 2 059
  • 0

რუმინელი ოსტატები

მსოფლიოს მასშტაბით, მწარმოებელ ქვეყნებს შორის ლიდერი იტალიაა, თუმცა მათ გარდა არაერთი ქვეყანაა, სადაც ისეთ ავეჯს ამზადებენ, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალური და დახვეწილი დიზაინით, საუცხოო მასალით თუ ექსკლუზიური მოდელებით.

მწარმოებელ ქვეყნებს შორის რუმინეთს საკმაოდ მყარი ნიშა აქვს, ისეთი, რომ თქვენ წარმოიდგინეთ,იტალიის არაერთი განთქმული კომპანია თავის პროდუქციას რუმინეთის ავეჯის ფაბრიკებში ამზადებს, რადგან ამ ფაბრიკებმა წარმოების უნიკალური მეთოდის წყალობით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

რუმინული ავეჯი ევროპაში უკვე 3 საუკუნეზე მეტია, ძალიან პოპულარულია. ის თავის დროზე არაერთი სამეფოს სასახლეებს ამშვენებდა.

მაინც რითი გამოირჩევა რუმინული ავეჯი? პირველ რიგში იმით, რომ რუმინელი ოსტატები არ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მამაპაპურ მეთოდებს მიმართავენ და ავეჯს ხელით ამზადებენ, თითოეული დეტალი დიდი რუდუნებით გამოჰყავთ. სწორედ ამითაა უნიკალური რუმინული ავეჯი. მასალის შერჩევისას ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ხის ასაკს - მცენარე არ უნდა იყოს 25 წელზე ნაკლების. რუმინელი დურგლები ირწმუნებიან, რომ სწორედ ხის ასაკი განსაზღვრავს ავეჯის ექსპლოატაციის ხანგრძლივობას - რაც უფრო დიდი ხნისაა ხე, მით უფრო დიდხანს ძლებს ავეჯი.

მასალად კი გამოიყენებენ მუხას, კაკალს, წიფელს, ნეკერჩხალს, ალუბალს, რითაც ასე მდიდარია ეს სახელმწიფო. ხის დამუშავებას რუმინელები დიდ ყურადღებას და ძალისხმევას ანდომებენ - მას სპეციალურ პირობებში აშრობენ, სპეციალური საშუალებებით ამუშავებენ, რათა ბზარები არ გაუჩნდეს. გარდა ამისა, გამოიყენებენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ლაქს.

დამზადების პროცესი

რუმინული ავეჯის დამზადება, როგორც უკვე აღვნიშნე, დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, ვინაიდან თავიდან ბოლომდე ხელით იწყობა როგორც ავეჯის ძირითადი ნაწილი, ისე დეკორის ელემენტები და სხვა დეტალები: სახელურები, ფეხები, სკამებისა და სავარძლების საზურგეები. შესაბამისად, თითოეული ავეჯის დამზადება დიდ დროს მოითხოვს, თუმცა შედეგად ისეთი დახვეწილი ნამუშევარი გამოდის, ნებისმიერი რომ ინატრებდა მისით ინტერიერის დამშვენებას.

რუმინული ავეჯი, ძირითადად, კლასიკური სტილისაა, თუმცა აქვთ პროვანსის, მოდერნის, როკოკოს სტილში კოლექციებიც. ვისაც სურს ავეჯის შეკვეთა, შეუძლია თავად აირჩიოს ფურნიტურა.

ერთი სიტყვით, თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ავეჯის არა მარტო დახვეწილ და ხარისხიან დიზაინს, არამედ ეკოლოგიურ მხარესაც, რუმინული ავეჯი ამ მხრივ იდეალურია, თანაც იტალიურ პროდუქციაზე გაცილებით იაფი ღირს.სწორედ ამ ღირსებების გამო ანიჭებენ უპირატესობას მას ევროპის მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით, გერმანიაში. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ დამზადებიდან 25-30 წლის შემდეგ რუმინული ავეჯი უკვე ანტიკვარიატად ითვლება. ასე რომ, მისი შეძენა ერთგვარი კაპიტალდაბანდებაა.


მსგავსი სიახლეები

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22