თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეს სირთულეს აღარაფერი აღარ წარმოადგენს, თუმცა საუკუნეების წინ თითოეული ნივთის შექმნას წლებს ანდომებდნენ ცნობილი ოსტატები. ისინი საუკეთესო ხის მასალას არჩევდნენ, ავეჯის თითოეულ დეტალს დიდი რუდუნებით ამუშავებდნენ და საბოლოოდ მათ მიერ ხელოვნების შედევრები იქმნებოდა, რომელთა ანალოგის შექმნა შეუძლებელია.
რასაკვირველია, ამ რარიტეტების მფლობელები სამეფო ოჯახის წევრები და დიდგვაროვნები ხდებოდნენ. სწორედ საუკეთესო მასალის და უნაკლოდ შესრულების წყალობით მოაღწია ამ ავეჯმა ჩვენამდე, რომლებსაც ანტიკვარიატის დამფასებელი ადამიანები საკმაოდ ძვირად აფასებენ და აუქციონებზე ერთმანეთს ეცილებიან მათ შესაძენად.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავეჯის 5 ნიმუშს:
ეს არის ე.წ. კაბინეტის ბიურო, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მე-18 საუკუნეში დაამზადეს ფლორენციაში ტოსკანის ჰერცოგ ბოფორდისთვის. მასზე სხვადასხვა პროფესიის ცამეტი ოსტატი მუშაობდა. 3,8 მეტრის სიმაღლის და 2,28 მეტრის სიგანის ავეჯი დამზადებულია შავი ხისგან და ამეთვისტოს პანელებითაა გაფორმებული. ცენტრში ბოფორდების საგვარეული გერბი იწონებს თავს, გარშემო გამოსახული ბრინჯაოს ფიგურები კი სიმბოლურად წელიწადის დროებს გამოხატავს.ბადმინტონი აუქციონზე 36,8 მლნ დოლარად შეიძინა ჰანს ადამ II-მ, თუმცა სულგრძელობა გამოიჩინა და პირად კოლექციაში კი არ დაიტოვა, ლიხტენშტეინის მუზეუმს უსახსოვრა, რათა ყველას მიეცეს ამ უნიკალური ნივთისთვის თვალის შევლების საშუალება.
მართალია, ეს სავარძელი, სხვა უნიკალური ექსპონატებისგან განსხვავებით, XX საუკუნეშია დამზადებული, ღირსეულად იკავებს ამ ხუთეულში ადგილს. მის დასამზადებლად დიზაინერმა ეილინ გრეიმ 2 წელი იმუშავა. სავარძელს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს ხის თეთრთვალება დრაკონები, რომლებიც იცავენ მარგალიტს - სავარძელში მჯდომ ადამიანს. როგორც ჩანს, ნიჭიერმა ავტორმა ისეთი შემოქმედებითი სული შთაბერა ამ სავარძელს, რომ მის ერთ-ერთ მფლობელს, მოდელიერ ივ სენ ლორანს, საინტერესო იდეები არ მოჰკლებია.
სავარძელი კრისტის აუქციონზე 28,3 მლნ დოლარად გაიყიდა.
რა შეიძლება აჩუქოს ოსტატმა საყვარელ ქალიშვილს? რა თქმა უნდა, ულამაზესი ავეჯი. ეს მაგიდა ჯონ ჰოდარდმა მე-18 საუკუნეში საკუთარი ქალიშვილისთვის დაამზადა და მასზე სამახსოვრო გრავიურაც ამოტვიფრა. თანამედროვე ხელოსნებმა არაერთხელ სცადეს ამ მაგიდის ანალოგის დამზადება, მაგრამ მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიებისა, ხელი მოეცარათ. ჰოდარდის მაგიდა აუქციონზე 12,1 მლნ დოლარად გაიყიდა.
სპეციალისტების შეფასებით, 140 სმ-ის სიგრძის, წითელი ხისგან დამზადებული ეს ავეჯი ძალაუფლებისა და ყოვლისშემძლეობის სიმბოლოა. იგი ეკუთვნოდა ჩინეთის იმპერატორ ციანლუნას. სწორედ ამ ტახტზე გამოჭიმული იღებდა იგი მნიშვნელოვან სახელმწიფო გადაწყვეტილებებს. ტახტის საზურგეზე 5 დრაკონია გამოსახული, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს დღეგრძელობას, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, სათნოებასა და მშვიდ აღსასრულს. იმპერატორის ტახტი დღეს კერძო საკუთრებაშია - მავანმა 11.07 მლნ დოლარად შეიძინა.
კიდევ ერთი შედევრი ცნობილ ოსტატ ჯონ ჰოდარდისგან, უფრო სწორად - ორი, რადგან ამ მაგიდის ერთმანეთის იდენტური ორი ეგზემპლარი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი დღეს აშშ-ის ვინტერუნის მუზეუმშია, მეორე კი კერძო კოლექციონერმა შეიძინა 8,416 მლნ დოლარად.