ყველაზე ძვირფასი და სასარგებლო მასალა დასამზადებლად

  • 04-сен-2021
  • interier
  • 2 971
  • 0

ჯანსაღი და ძვირადღირებული

ძვირფასი ხისგან დამზადებული, მფლობელის მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას უსვამდა ხაზს ყოველთვის, ვინაიდან ის ნებისმიერ ეპოქაში ძვირი ღირდა. ნამდვილი ოსტატების მიერ საუკეთესო ხის მასალებისგან დამზადებული ავეჯი საუკუნეებს უძლებდა და ჩვენამდეც მრავალმა მათგანმა მოაღწია.

გარდა იმისა, რომ ასეთი ავეჯი ვიზუალურად დახვეწილი და ულამაზესია, ის ჯანმრთელობისთვისაც არა მარტო უსაფრთხო, არამედ სასარგებლოცაა, რადგან შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ჰაერს ასუფთავებს.

წითელი ხე

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ხის მასალა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერატორების, ჰერცოგების, გრაფებისა და მისთანათა სასახლეებს ამშვენებდა, არის წითელი ხე. ამ ხის რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარულია მაჰაგონი, რომელიც სამხრეთ ამერიკასა და იამაიკაშია გავრცელებული. მის მაღალ ფასს, გარდა იმისა, რომ ლამაზი მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა აქვს, ადგილმდებარეობაც განაპირობებს - ამ მასალის შემოტანა ევროპაში საკმაოდ ძვირი ჯდება.

წითელი ხე უნიკალური მასალაა. აქვს ყველა საუკეთესო თვისება, რაც სრულყოფილი, ექსკლუზიური ავეჯის დასამზადებლადაა საჭირო: ერთდროულად მტკიცეა და პლასტიკური, არ დეფორმირდება და არ იკეთებს ბზარებს, კარგად იჭრება და ადვილია მისგან ნებისმიერი დეტალის დამზადება. დამუშავების შედეგად წითელი ხის ტექსტურა შეიძლება იყოს როგორც ერთფეროვანი, ისე გარდამავალფერებიანი. სწორად მოვლის შემთხვევაში წითელი ხის ავეჯს რესტავრაცია არ სჭირდება.

შავი ხე

წითელის ხის მსგავსად, შავი ხის ავეჯიც ფუფუნების საგანი იყო ოდითგან. მისგან ავეჯს ჯერ კიდევ ძველ რომსა და ფარაონების ეგვიპტეში ამზადებდნენ. ცნობილია, რომ სწორედ შავი ხის, სანდალოზისგან დამზადებული ავეჯი ამშვენებდა მეფე სოლომონის დარბაზებს. შავი ხისგან ამზადებდნენ ავეჯს ჩინეთის საიმპერატორო კარზე და სწორედ მათგან გავრცელდა შემდეგ დასავლეთში.

სანდალოზი შავი ხის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და გამძლე სახეობაა, მუხაზე გამძლეც კი. იმდენად მძიმეა, რომ წყალში იძირება. ამიტომ რთულია მისი დამუშავება. სამაგიეროდ, გამძლეა.

შავი ხის, სანდალოზის სამშობლო აღმოსავლეთ აზიაა. ვინაიდან ნელა იზრდება და თან იშვიათი სახეობაა, ამიტომაც ღირს ასე ძვირი.

მუხა და კაკალი

ასევე ძვირფას ხის მასალად ითვლება მუხა და კაკალი. გარდა იმისა, რომ ამ მასალით ავეჯის დამზადება ხანგრძლივი ექსპლოატაციის გარანტიაა, ჯანმრთელობისთვისაც მეტად სასარგებლოა, რადგან შეიცავს ისეთ ეთერზეთებს, რომლებიც ასუფთავებს ჰაერს.

ორივე ხის მასალა გამოირჩევა სიმტკიცით, ტონალობების მრავალფეროვნებით, კარგად მუშავდება, ადვილად არ დეფორმირდება. თუმცა მუხის და კაკლის ხის ავეჯის ერთადერთი ნაკლი მისი მასიურობაა - ძალიან მძიმეა და გადასაადგილებლად ან მაღალ სართულზე ასატანად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თანაც, ასეთი ავეჯისთვის ინტერიერში დიდი სივრცეა რეკომენდებული, რადგან პატარა ოთახში ულამაზოდ და უადგილოდ გამოიყურება.

ფიჭვი

ნატურალური ხის მასალებიდან ძვირად ღირებული არა, მაგრამ ძალიან სასარგებლო და შედარებით ხელმისაწვდომია ფიჭვი, თუმცა ამ მასალით ავეჯის შეკვეთა, პირველ რიგში, სასურველია იმიტომ, რომ ფიჭვს აქვს ძლიერი ენერგეტიკული აურა, არომატით ავსებს მთელ ოთახს და შესაბამისად, დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. გარდა ამისა, ფიჭვის მასალის ფერი და ორნამენტები ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავია. მისი შეღებვა მარტივად შეიძლება სხვადასხვა ელფერით, თუმცა გაცილებით დეკორატიულ იერს შესძენთ, თუ უბრალოდ ლაქს გადაუსვამთ.


მსგავსი სიახლეები

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22