
სწორედ თანამედროვე კარნიზები არის ის ელემენტი, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ოთახის აღქმა, ხაზი გაუსვას მის სტილს და შექმნას დასრულებული იერსახე. ეს არ არის უბრალოდ ფარდის დასაფიქსირებელი დეტალი — ეს ტქვენი ობიექტის დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ინტერიერის დიზაინში ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ხშირად კარნიზებს სამწუხაროს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. არადა,
დღეს დღეობით ბაზარზე არსებული თანამედროვე კარნიზები გვთავაზობს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ მისი ფუნქციონალურობა. მათი სწორად შერჩევა ძალზედ მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:
სწორი მოდელის ასარჩევად, პირველ რიგში უნდა გავეცნოთ მის ძირითად ტიპებს. დრესდღეობით ბაზარზე თანამედროვე კარნიზები იყოფა რამდენიმე კატეგორიად:
მეტალი: შავი, თეთრი, გრაფიტისფერი ან ქრომირებული მეტალის კარნიზები იდეალურად ჯდება თანამედროვე, მინიმალისტურ ინტერიერში;
ხე: ხის კარნიზები სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს. უხდება კლასიკურ დიზაინს;
პლასტმასი: ეს არის ყველაზე ბიუჯეტური და პრაქტიკული ვარიანტი, რომელიც მარტივია როგორც მონტაჟის დროს ასევე მისი გამოყენებისას.
პრაქტიკული რჩევები:
გაზომვა: კარნიზი ფანჯრის ღიობზე მინიმუმ 15-20 სმ-ით გრძელი უნდა იყოს ორივე მხარეს, რათა ფარდებმა ფანჯარა ბოლომდე დაფაროს და სინათლე არ შემოვიდეს;
ფარდის წონა: მძიმე ტიპის ფარდებისთვის შეარჩიეთ ყველაზე მყარი, მეტალის კარნიზები. მსუბუქი ფარდებისთვის კი ნებისმიერი მოდელი გამოდგებათ;
ოთახის სტილი: კარნიზის დიზაინი და ფერი კარგად შეუხამეთ არსებულ ავეჯს, კედლებსა და სხვა დეკორატიულ ნივთებსა თუ ელემენტებს.
შეჯამება
საბოლოო ჯამში, თანამედროვე კარნიზები ინტერიერის დიზაინის ისეთივე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, როგორცაა განათება და ავეჯი. მიზანმიმართულად შერჩეულ მოდელს არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს, არამედ თქვენს ინტერიერს დახვეწილ, დასრულებულ და მოდურ იერსახეს შემატებს. თავი არ შეიკაოთ ექსპერიმენტების ჩატარებისგან - შეარჩიეთ ის მოდელი, რომელიც ყველაზე უკეთესად ერწყმის თქვენს ინდივიდუალურ სტილს და გემოვნებას.
ქვემოთ მოცემულია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული და ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა მომსახურება - გადადით სასურველ ბმულზე და მიიღეთ მაქსიმალურად მეტი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.
სერვისების ჩამონათვალი:
ჩვენი გუნდი შეეცადა მოეცა თქვენთვის მაქსიმალური ინფორმაცია - გისურვებთ წარმატებებს აღნიშნულ საქმეში.